უშიშროების საბჭოს 26-ე საგანგებო სხდომა მას შემდეგ გაიმართა, რაც ნატოს გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა აღმოსავლეთ უკრიანაში რუსული ჯარებისა და სამხედრო ტექნიკის შესვლის შესახებ განაცხადა. მოგვიანებით ეს ინფორმაცია ალიანსის გენერალურმა მდივანმაც დაადასტურა. იენს სტოლტენბერგმა მოსკოვი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფაში დაადანაშაულა და დონბასიდან სამხედრო ძალების გაყვანისკენ მოუწოდა. ნატოს გენერალური მდივნის თქმით, რუსეთის ქმედებებს სამშვიდობო მოპლაპარაკებები ჩიხში შეყავს.
მასალის გამოყენების პირობები