რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში ჯარების შეყვანას არ აღიარებს. გაეროს საგანგებო სხდომაზე რუსეთის წარმომადგენელმა ალექსანდრ პანკინმა ნატოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა და განაცხადა, რომ დონბასში რუსული სამხედრო ნაწილების შეყვანას ალიანსი კონკრეტული ფაქტებით ვერ ადასტურებს. საწინააღმდეგოს ამტკიცებს ამერიკული მხარე. გაეროში ვაშინგტონის მუდმივმა წარმომადგენელმა რუსეთი უკრაინის სუვერენიტეტის შელახვაში დაადანაშაულა და მოსკოვს ახალი ულტიმატუმი წაუყენა. სამანტა პაუერის თქმით, შეერთებული შტატები რუსეთს სანქციებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოუხსნის, თუ დონბასში სამხედრო მოქმედებები შეწყდება და უკრაინა-რუსეთის საზღვარი ჩაიკეტება.
მასალის გამოყენების პირობები