პუტინის პრეს-მდივანი პეკინის ინციდენტის ახსნას შეეცადა. დიმიტრი პესკოვის თქმით, კრემლის ლიდერის ჟესტი არასწორად იქნა გაგებული. საუბარია აზია-წყნარი ოკეანის თანამშრომლობის სამიტზე მომხდარ ინციდენტზე, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა ჩინეთის პირველ ლედის პლედი მოახურა. ამის გამო პუტინი ჩინეთის ლიდერის მეუღლესთან ფლირტში დაადანაშაულეს. "ტრადიცია ტრადიციაა, მაგრამ ქალი ქალია, სიცივით კი ყველას ერთნაირად სცივა. ამიტომ, პრეზიდენტის ქცევა აბსოლუტურად ნორმალური იყო. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი მამაკაცი ასე მოიქცეოდა,"-აცხადებს პესკოვი.
მასალის გამოყენების პირობები