ევროკავშირის ლიდერები რუსეთისთვის სანქციების გამკაცრების საკითხს მომავალ კვირას განიხილავენ. ამის შესახებ ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა. რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესების ინიციატივით ბრიტანეთი გამოდის. პრემიერ ქემერონი რუსეთს ევროპისთვის ნომერ პირველ საფრთხედ განიხილავს და დასავლელ ლიდერებს მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს. ანალოგიური განცხადება ცოტა ხნის წინ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმაც გააკეთა.