მალაიზია ისლამისტებთან ბრძოლას ააქტიურებს. გვიან ღამით პოლიციამ ტერორისტებთან კავშირშე ეჭვმიტანილი 2 მოქალაქე დააკავა, რომლებიც სირიიდან სამშობლოში გასულ კვირას დაბრუნდნენ. დაკავებულებს ბრალად „ისლამური სახელმწიფოს" რადიკალური დაჯგუფების წევრობა ედებათ. ანალოგიური ბრალდებით ძებნაში მალაიზიის კიდევ ორი მოქალაქეა გამოცხადებული. მიმდინარე წელს მალაიზიის პოლიციამ რელიგიური ექსტრემიზმის ბრალდებით 52 ადამიანი დააპატიმრა.
მასალის გამოყენების პირობები