ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სადაზღვევო კომპანიებისთვის გამოცხადებულ ტენდერთან დაკავშირებით განაცხადების მიღება დასრულდა.
ტენდერში მონაწილეობის სურვილი ბაზარზე მოქმედი 14 სადაზღვევო კომპანიიდან 10-მა გამოთქვა.
კომპანიების მიერ წარდგენილ სატენდერო წინადადებებს შესაბამისი ჯგუფი მთელი დღის განმავლობაში განიხილავს და გამარჯვებულ კომპანიებს რამდენიმე დღეში გამოაცხადებს.
როგორც ცნობილია, ღია აუქციონი სახელმწიფოს მიერ დაზღვეული კონტიგენტის, პედაგოგებისა და სოციალურად დაუცველი პირების მომსახურებას ეხება. ამავე პაკეტში შედის სადაზღვევო ფირმების მიერ საავადმყოფოების აშენებაც.
ტენდერის გამოცხადების გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც "ჰოსპიტალური სექტორის განვითარების" პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელმა ინვესტორმა კომპანია "ბლოკ ჯორჯიამ" ვალდებულებები არ შეასრულა.