11 ნოემბერს, 19:00 საათზე, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატური თეატრი თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში წარმოადგენს სპექტაკლს „მაკბეტი".
უ.შექპირის პიესის მიხედვით სპექტაკლი დადგა ანდრო ენუქიძემ, თარგმანა-ლილი ფოფხაძემ და რობერტ სტურუამ.
სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები:მანუჩარ შერვაშიძე, მამუკა მანჯგალაძე,ნიკა ძიძიგური,ზაალ გოგუაძე, დიმიტრი მელია, ზაზა ზოიძე, დავით ჯაყელი,ჯემალ ველიაძე, გიორგი ფირცხალაშვილი, გოგიტა მეგრელიძე,ლაშა კონცელიძე,ლევან თედორაძე,დავით წერეთელი და სხვები.
ბათუმის თეატრი გასტროლის ფარგლებში 12 ნოემბერს კი წარმოადგენს სპექტაკლს ნ.გოგოლის „ქორწინება". რეჟისორი ლაშა შეზორია.
პროექტი ხორციელდება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერი.