სასტუმრო "რედისონში" მეოთხე საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს.
თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში 40 ქალაქის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
დასაქმება, ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმარება, ეკოლოგიური პრობლემები - ესენია სამდღიან ფორუმზე განსახილვევი მთავარი საკითხები.
კონფერენცია მსოფლიო და აზიის ბანკების მხარდაჭერით ტარდება. ის სასტუმრო "რედისონში" თბილისის მერმა გიგი უგულავამ გახსნა.
როგორც უგულავამ განაცხადა, ფორუმის მთავარი მიზანია საქართველოს ქალაქებში მეტი ინვესტიციის მოზიდვა მოხდეს.
"ერთ სამუშაო ადგილს სჭირდება დაახლოებით 10-15 ათასი დოლარის ინვესტირება. ამიტომაც, ნებისმიერი ინვესტორი, რომელსაც აქვს სურვილი თბილისსა და სხვა ქალაქებში ინვესტიციების ჩადების, ჩვენთვის მნიშვნელოვანია", - განაცხადა უგულავამ.