"თბილავიამშენის" აეროდრომზე მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ცხედრები საკუთარ სახლებში გადაასვენეს.
მთავარი პროზექტურიდან კონსტანტინე ჟუკოვსკის ცხედარი დიდუბეში, გელა გაბაშვილის კი რუსთავში გადაასვენეს.
29 წლის გელა გაბაშვილი საავიაციო ინსტიტუტის მეორე კურსის სტუდენტი იყო. მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები გრძელდება. შექმნილია 10-კაციანი საგამოძიებო ჯგუფი, რომელმაც კატასტროფის გამომწვევი მიზეზი უნდა დაადგინოს.
ექსპერტიზის პასუხი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. წინასწარი ინფორმაციით, საავიაციო ინსტიტუტის კუთვნილი ვერტმფრენი დაშვებისას შენობას წამოედო და კატასტროფის მიზეზიც სწორედ ეს გახდა. შემთხვევა გუშინ საღამოს 31-ე ქარხნის ტერიტორიაზე მოხდა.