დღეს, 7 აპრილს, ბათუმის ბულვარში ქორწინების ახალი სახლი გაიხსნება.
ცერემონიალს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, სამოქალაქო რესტრის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.
ქორწინების სახლის საზეიმოდ გახსნა 20:00 საათზეა დაგეგმილი.
ქორწინების სახლში დღესვე მოაწერს ხელს პირველი ორი წყვილი.