რესპოდენტის შესახებ
ავსტრიის ყოველდღიურ გაზეთ „დი პრესე"-ში გამოქვეყნებულია ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, რომელშიც იგი საუბრობს უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტზე, საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე და სხვა საკითხებზე. პრეზიდენტს ესაუბრება ჟურნალისტი იუტა ზომერბაუერი.
„ჯი-ეიჩ-ენი" გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
გიორგი მარგველაშვილის აზრით, ევროპამ უარი უნდა განაცხადოს არა მხოლოდ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში არსებულ წარმონაქმნების აღიარებაზე, რომლებთაც სახელმწიფოებრიობაზე აქვთ პრეტენზია, არამედ საერთოდ ე.წ. „გავლენის სფეროებზეც". „დღეს უკრაინაში იგივე სცენარი მეორდება, რომელიც 2008 წელს საქართველოში განხორციელდა, - ამბობს პრეზიდენტი ინტერვიუში, - რუსეთი აცხადებს, რომ მას თავისი პრივილეგირებულოი ინტერესების სფეროები აქვს პოსტსაბჭოთა სივრცეში. სინამდვილეში ეს ნიშნავს, რომ რუსეთის ხელისუფლება უფლებას იტოვებს პოსტსაბჭოთა ქვეყნების ტერიტორიებზე თავისი ტანკები შეიყვანოს. ასეთი მოქმედებით მოსკოვი ევროპულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ემუქრება. გაყინული კონფლიქტები ანუ უფრო ზუსტად თუ ვიტყვით - არაკონტროლირებადი კვაზისახელმწიფოები - ისინი ხომ მთლიანად კონტინენტის პრობლემას წარმოადგენენ".
სოხუმის, ცხინვალის, დონეცკის თუ ლუგანსკის ოკუპაციით რუსეთი ვერცერთ თავის შიდაპოლიტიკურ პრობლემას ვერ გადაჭრის - ვერც დემოგრაფიულს და ვერც ეკონომიკურს, - დარწმუნებულია საქართველოს პრეზიდენტი, - ვერავინ ვერ დამიმტკიცებს იმას, რომ მსოფლიოს უდიდეს ქვეყანას თავისი საზღვრების დასაცავად მხოლოდ ორიოდე კილომეტრი სჭირდება. რაციონალური არგუმენტები ჩვენს მხარესაა".
გიორგი მარგველაშვილმა მხარი დაუჭირა რუსეთის მიმართ სანქციების შემოღებას, მაგრამ იმავდროულად აღნიშნა, რომ საქნციების გამოცხადება თვითმიზანი არ უნდა გახდეს: „ჩვენი ამოცანა რუსეთის განადგურება არ არის. ეკონომიკურ სანქციებს ნათელი მიზანი უნდა ჰქონდეს. ამასთან, მთავარია, რომ ეს თემა მუდამ იდგეს დღის წესრიგში".
შეკითხვაზე, რომელიც რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულებასა და საერთოდ, საქართველოს კონფლიქტების მოგვარების შესაძლებლობებს ეხება, გიორგი მარგველაშვილი პასუხობს: „აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების სამხედრო ვარიანტი გამორიცხულია.რეალობა ისეთია, რომ აფხაზებს და ოსებს პერსპექტივა მხოლოდ საქართველოს შემადგენლობაში აქვთ, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ევროპისკენ მიდის და ევროპულ ფასეულობებს იზიარებს. მხოლოდ საქართველოს შეუძლია აფხაზებისა და ოსების ავტონომიური განვითარებისა და იდენტურობის უზრუნველყოფა. რუსეთის შემადგენლობაში მათ ეს პერსპექტივა არ ექნებათ, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ისინი გეოგრაფიული რუკებიდან გაქრებიან".
რუსეთთან ურთიერთობის პრობლემატიკაზე საუბრისას გიორგი მარგველაშვილი აღნიშნავს: „რუსეთთან დამოკიდებულებაში ჩვენ რაციონალურ მიდგომებს ვარჩევთ, ჩვენ შევამცირეთ უთანხმოების დონე რუსეთ-საქართველოს შორის... რთულ ეტაპზე ვართ? დიახ, მართლაც ასეა, მაგრამ მცირე დესტრუქციული პერიოდის გამო სტრატეგიას არ ცვლიან ხოლმე... რუსეთთან რაციონალურ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს - იმ შემთხვევაშიც კი, როცა ამჟამად არავინ იცის, რას მოიმოქმედებს რუსეთი".
რაც შეეხება შეკითხვას, რომ საქართველოს ხელისუფლება უახლოეს ხანში შეიძლება პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდეს - ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის ოპოზიციური პარტია მტავრობის საწინააღმდეგო მარსს გეგმავსო, გიორგი მარგველაშვილი პასუხობს: „თუ ჩვენ იმის ნერვები გვყოფნის, რომ რუსეთს და ვლადიმერ პუტინს მოვუთმინოთ, მაშინ ჩვენ ჩვენივე თანამემამულეების მიმართაც თმენა უნდა გამოვამჟღავნოთ... ოპოზიციას, ბუნებრივია, აქვს მთავრობის კრიტიკის უფლება".
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების მიმართ აღძრულ სისიხლის სამართლის საქმეებს და ამ საკითხთან მიმართებით აშშ-ის დამოკიდებულებას, გიორგი მარგველაშვილის თქმით, „ეს თემა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. ჩვენი დემოკრატია გამოწვევების წინაშე დგას: ერთი მხრივ, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი ისაა, რომ ყოველი მოქალაქე კანონის წინაშე თანაბარია, მეორე მხრივ კი, შერჩევითი სამართალი დაუშვებელია. ჩვენ ყურადღებით ვუსმენთ ჩვენი პარტნიორების რჩევებს და გვინდა, ეს პრობლემა დემოკრატიულად გადავჭრათ - არა მთავრობისათვის, არამედ ხალხისათვის".

ავტორი: . .