ENG / RUS       12+

რომან გოცირიძე: ვეძებთ ქართველ ანტინობელის ლაურეატებს

რესპოდენტის შესახებ

ნობელის პრემიის პარალელურად ანტინობელის პრიზი ენიჭებათ ნამდვილ მეცნიერებს, რომელთა კვლევებში ბევრი რამ არის სულელური. მისი გადაცემის ცერემონია იმართება ჰარვარდში და იგნობელის ან შნობელის პრემიად მოიხსენიებენ. პრიზი არის იგივე ნობელის მედალიონი, ოღონდ წაგრძელებული ცხვირით.

ამ დღეებში 2014 წლის ლაურეატებიც გამოავლინეს.
აი, რამდენიმე მათგანი:
-ფიზიკაში:
იაპონელმა მეცნიერებმა-თუ როგორი უნდა იყოს ხახუნის ძალა, რომ ადამიანს ფეხი დაუცურდეს ბანანზე;
-არქტიკული კვლევები: ნორვეგიელ მეცნიერებს-შპიცბერგენის ირმების რეაქციის დადგენისათვის თეთრი დათვის ტყავში გადაცმული ადამიანის მიახლოებისას.
- ეკონომიკა: იტალიის სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს- ქვეყნის მთლიანი პროდუქტის ზრდაში პროსტიტუციით შექმნილი დოვლათის გათვალისწინებისათვის
-ბიოლოგია; ჩეხ, გერმანელ, ზამბიელ მეცნიერებს: ძაღლები მოსაქმებისას უფრო ხშირად თავიანთ სხეულს მიმართავენ დედამიწის გეომაგნიტური ხაზის მიმართულებით ( ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ).
-ჯანდაცვა: ამერიკა, იაპონია, კანადა, ჩეხეთი-
კატებმა შეიძლება მის პატრონებზე ისეთი ზემოქმედება მოახდინონ, რომ ფსიქიკური დაავადებები დამართონ, თვით შიზოფრენიის ჩათვლით.
-ნეიროლოგია: ჩინეთი, კანადა-
რა ხდება ადამიანის ტვინში, რომელიც ტოსტის პურის ნატეხზე ხედავს ქრისტეს გამოსახულებას?
ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე შნობელის ქართველ ნომინანტთა სია გამოაქვეყნა, რომელსაც საკმაო გამოცოცხლება მოჰყვა. ეს გასაკვირი არცაა, რადგან მასში ხომ „ცნობილი ქართველები" მოხვდნენ. აი ისინიც, ქართული ანტინობელის ( იგივე შნობელის) ნომინანტები:
1. კომპიუტერული პროგრამირების დარგში:
თეა წულუკიანი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი-კომპიუტერული პროგრამის შემუშავებისათვის, რომელიც გამორიცხავს მოქალაქეთა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებზე 666 კომბინაციის არსებობას.
2. შრომითი რესურესების მიგრაციის დარგში: ლევან ვასაძე, იგივე რაინდი-უცხოეთიდან ფულის გადმორიცხვაში რუსეთისა და საბერძნეთის დიდი ხვედრით წილის მართლმადიდებლური დახმარების ფაქტორის აღმოჩენისათვის.
3. ეკონომიკის დარგში: ნოდარ ხადური, საქართველოს ფინანსთა მინისტრი- პენსიების ზრდისა და კარტოფილის მოსავლიანობის ურთიერთკავშირის დადგენისათვის.
4. პოლიტოლოგიის დარგში: რომან გოცირიძე, ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე-აღმოჩენისათვის: " ქართველი ექსპერტების მოსაზრებები დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი მინისტრის კაბინეტიდან არიან გამოსულნი".
5. ოპტიკის დარგაში:
საქართველოს მთავრობა:
100 საწარმოს გაუჩინარების წესის აღმოჩენისათვის.
გამარჯვებულის გამოსავლენად „კენჭისყრაც" კი მიმდინარეობს.
„ჯი-ეიჩ-ენი" დაუკავშირდა ხუმრობის ავტორს :
-ბატონო რომან, რატომ შეიყვანეთ საკუთარი თავი? რომ „გაიმარჯვოთ"? უკან ხომ არ შემოგიბრუნდებათ თქვენი ხუმრობა?
-არა მგონია რომ გავიმარჯვო, ისეთი ძლიერი კონკურენტები მყავს. რაც შეეხება ჩემი თავის შეყვანას არც თუ სასიამოვნო ნომინაციაში, ეს ისე, ზრდილობისათვის, თავმდაბლობისათვის, თუნდაც ობიექტურობისათვის.
-თქვენი ფავორიტი ვინაა?
-ოთხივე ერთმანეთზე უკეთესი კანდიდატია. ვერ ჩამოვყალიბებულვარ საბოლოოდ. ალბათ ჩემზე გავლენას ფეისბუკმეგობრების დამოკიდებულება მოახდენს.
-მიზანი რა არის ამ თემის „შემოგდების"?
-ცოტა გავიცინოთ, მოვეშვათ. რომ არ ვარგა მუდმივ კონფრონტაციაში ყოფნა.
თანაც პოლიტიკოსებმა და ცნობილმა ადამიანებმა ნაკლები სისულელე რომ ილაპარაკონ. ხომ შეიძლება ეს სამომავლოდ სატელევიზი დაჯილდოებად გადაიქცეს?

 

ავტორი: . .