ვენის კინოფესტივალზე ახალი დოკუმენტური ფილმია წარდგენილი აფხაზეთის შესახებ, რომლის სახელწოდებაა „ჯაჭვური რეაქცია" („დომინოს ეფექტი"), - ნათქვამია რეცენზიაში, რომელიც ამერიკულ „ჰოლივუდ რეპორტერ-შია გამოქვეყნებული.
„აფხაზეთი... რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის მიერთების ფონზე უნდა გავიხსენოთ საქართველოს რეგიონიც, რომელიც 1993 წელს სისხლისმღვრელი ომის შედეგად თვითგამოცხადებულ რესპუბლიკად იქცა. ვნახოთ, რა ფასად დაუჯდა თავისი ე.წ. „დამოუკიდებლობა" აფხაზეთს, რომელიც დღეს რუსეთის მფარველობით არსებობს", - აღნიშნავენ ფილმის რეჟისორები ელვირა ნეივერა და პეტრე როსოლოვსკი.
ფილმის დაწყების პირველივე წუთები აფხაზეთის კრიზისულ ვითარებას ასახავს: ოდესღაც ხმაურიანი და ხალხმრავალი სოხუმის სანაპირო დღეს თითქმის უკაცრიელია... უმოქმედო და დაჟანგებული გემები, მოუწესრიგებელი პირსი, დაბომბვებით დანგრეული ყოფილი სასტუმრო... ფილმში ყურადღება გამახვილებულია ორი რეალურად არსებული ადამიანის ისტორიაზე - აფხაზეთის სპორტის საქმეთა ყოფილი მინისტრის რაფაელ ამპარისა და მისი რუსი ეროვნების მქონე მეუღლე ნატალიას მიმართ.
მასალის გამოყენების პირობები