საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ "ენერგო-პრო ჯორჯია" 5000 ლარით დააჯარიმა.
კომისიამ ჩითახევი ჰესის ტარიფის დასადგენად სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია 1 აპრილის საჯარო სხდომაზე განიხილა, თუმცა ის არასრულყოფილად შეაფასა, რის გამო უარი განაცხადა სატარიფო განაცხადის დაკმაყოფილებაზე და სალიცენციო პირობების დარღვევის გამო ჯარიმა დააკისრა.
აღსანიშნავია, რომ ხვალ, 7 აპრილს დაგეგმილ სხდომაზე, სემეკი უკვე სს "თიბისი ბანკსა" და "ენერგო-პრო ჯორჯიას" შორის არსებული დავის შესახებ" კომისიის გადაწყვეტილების პროექტს განიხილავს.