საქველმოქმედო აქცია აფხაზეთიდან დევნილ, შეზღუდული შესაძლებლონის მქონე პირებისთვის. აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საზოგადოებრივი აზრი"-ს ინიციატივითა და დახმარებით 20 დევნილ  მოზარდს საჩუქრად ინვალიდის ეტლი გადაეცემა.  
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდები, ავსტრიული წარმოების მექანიკურ ეტლებს  საქველმოქმედო ფონდების ,,სიცოცხლის ხის''  და  ,,ქვიშის საათის''  მხარდაჭერით მიიღებენ. 
ორგანიზაცია ,,საზოგადოებრივი აზრი"-ს  მხარადჭერით ინვალიდის ელტები საქართველოს მასშტაბით მყოფ 30-მდე დევნილი შეზღუდული შესაძლებლობის პირს ეტაპობრივად დაურიგდება. 
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები