24 ოქტომბერს ეროვნულ ბიბლიოთეკაში თბილისობა 2014 გაიხსნება. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილია რამდენიმე ღონისძიება. 
17:30 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის ზამთრის ბაღში 8 წლის კატო არჩვაძე თავის პირველ პერსონალურ გამოფენას წარმოადგენს. ის თავის თანატოლებს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ექსკურსიაზეც ეპატიჟება.
19:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა,  სრულიად ქართველ თავადაზნაურთა  საკრებულოსთან  არსებული მხატვართა გაერთიანება „სამეფო პალიტრა" და მხატვართა  კავშირი „ხელოვნება"  გიწვევთ  თბილისობისადმი მიძღვნილ გამოფენაზე „ კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს". 
ღონისძიება თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში ჩატარდება. 
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება თანამედროვე მხატვართა მიერ შესრულებული თბილისური პეიზაჟები და  ქართული ეთნოგრაფიული სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენლის, საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს წინამძღოლის, მუზეუმოლოგის, საპატიო თბილისელის კონსტანტინე ჩოლოყაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი  ფოტო და ვიდეო  მასალა.