22 დეკემბერს, ბ-ნი რენო სალენსი, საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, « აკადემიური პალმების » ორდენს გადასცემს საქართველოს მოქლაქეებს. 
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოში საფრანგეთის საელჩიოდან აცნობეს, ორდენი გადაეცემათ შემდეგ პირებს :
    კომანდორი (უმაღლესი წოდება)
-	ბ-ნი გიორგი ეკიზაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრანგული ლიტერატურის პროფესორი, მთარგმნელი, მწერალი, ფილოლოგი, ლიტერატურული პრემია « საბას » ლაურეატი საუკეტესო თარგმანისთვის (2009წ)
    ოფოცერი
-	ქ-ნი თამარ ჯაყელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულების ხელმძღვანელი.
-	ქ-ნი იზა ჯინჯიხაძე, რობერ შუმანის ევროპული სკოლის დირექტორი (სენტ-ეგზიუპერის სკოლის მიმართულება), საქართველოს ფრანგული ენის მასწავლებელთა ასოციაციის პრეზიდენტი
   
    კავალერი
-	ქ-ნი სოფიო ბენდიაშვილი, ფრანგული ენისა და ლიტერატურის პროფესორი, მთარგმნელი
-	ბ-ნი თორნიკე ერისთავი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ფრანგული ენის ექსპერტ - კონსულტანტი
-	ქ-ნი ქეთევან ქურციკიძე, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორის თანაშემწე ლინგვისტური და საგანმანათლებლო თანამშრომლობის საკითხებში.
      საფრანგეთის სახელმწიფო ჯილდო, « აკადემიური პალმების » ორდენი გადაეცემა განათლების სფეროში მოღვაწე სამოქალაქო პირებს და უცხოელებს, რომლებსაც განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვით ფრანგული ენისა და კულტურის გავრცელებაში.
      ორდენი, რომელმაც დღევანდელი სახე 1955 წელს მიიღო, არის სამი ხარისხის : კავალერი, ოფიცერი და კომანდორი.