საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და  ისრაელის აბსორბაციის მინისტრ სოფა ლანდვერთან სამუშაო სადილი გამართა. მხარეებმა საქართველო-ისრაელის თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა სტუმარს ქართულ-ებრაული 26 საუკუნოვანი იუბილის  საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობისთვის. 
„უაღრესად მოხარული ვარ, რომ გმასპინძლობთ ქართველი და ებრაელი ხალხების 26-საუკუნოვანი მეგობრობის იუბილეს საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში. ამ მეგობრობის მნიშვნელობა ჩვენთვის შეუფასებელია და გვსურს, რომ ეს ისტორია ცოცხლად შევუნახოთ მომავალ თაობებს საქართველოსა და ისრაელში,"-აღნიშნა პრემიერმა.
 
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები