კულტურის სამინისტრო რივერდანსის ვარსკვლავების შოუს შესახებ ატეხილ სკანდალთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
"რივერდანსის ვარსკვლავების შოუს შესახებ ატეხილი სკანდალი, თითქოს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში რივერდანსის ვარსკვლავების შოუს ნაცვლად მაყურებლის წინაშე წარსდგა უცნობი ანსამბლი სიმართლეს არ შეესაბამება. 25 ოქტომბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მოსულმა მაყურებელმა, იხილა ირლანდიული მოცეკვავეების შოუ, სახელად რივერდანსის ვარსკვლავების შოუ, პროგრამით Magic of the Dance. ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, რივერდანსის 30-კაციანი კოლექტივი ცეკვავდა, მათ შორის 10- მსოფლიოში ყველაზე ცნობილი რივერდანსელი და 6-მსოფლიო ჩერმპიონი სტეფში", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, ნიკა რურუას უწყების განმარტებით, "აფიშაზეც, ბილეთზეც და სარეკლამო რგოლშიც მითითებული იყო სწორი განმარტება, თუ ვინ ჩამოდიოდა საქართველოს დედაქალაქში".
"დაინტერესებულ პირებს, ვისაც ეჭვი ეპარება იმაში, თუ ვინ ცეკვავდა 25 ოქტომბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, შეუძლიათ შევიდნენ ვებ-ბვერდზე და ამოიკითხონ პროგამის შესახებ დეტალური ინფორმაცია. ასევე იმ ადამიანების ბიოგრაფია, რომლებიც იწოდებიან რივერდანსის ვარსკვლავებად. განმარტებისთვის, ფილარმონიაში 25-ოქტომბერს ცეკვავდა რივერდანსის დამაარსებელი, კოლენ დანი, რომელმაც 1994-წელს მაიკლ ფლეტლეისთან ერთად დააფუძნა ანსამბლი "რივერდანსი". ჩამოსულები იყვნენ ქეირენ მეგვაიერი, რომელიც 16-წლის ასაკიდან რივერდანსის დამაარსებელების ღირსეული პარტნიორი და წამყვანი მოცეკვავეა", - აღნიშნულია განცხადებაში.