ისანი-სამგორის რაიონში, გუმათჰესის ქუჩაზე, სარკინიგზო შემადგენლობის გადაბრუნების დროს აზერბაიჯანული კომპანია "სოკარის" კუთვნილი საწვავი დაიღვარა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საგანგებო სიტუაციათა საქალაქო სამსახურის უფროსმა, თემურ გიორგაძემ განუცხადა.
"შემთხვევა წუხელ, ღამის სამ საათზე მოხდა. სარკინიგზო შემადგენლობის გადაბრუნების შედეგად 300 ტონა საწვავია დაღვრილი, რომელიც კომპანია "სოკარს" ეკუთვონოდა", - აღნიშნა გიორგაძემ.
მისი ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ.
მასალის გამოყენების პირობები