დღეს, 16 ოქტომბერს, კუდის ყოფილი უფროსის დათა ახალაიას ექსტრადირების საკითხზე საბერძნეთის სასამართლო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სხდომის გადადება მოსამართლემ მოითხოვა, რადგან მას სჭირდება დამატებითი დრო ინფორმაციის შესასწავლად.
კუდ-ის ყოფილი უფროსი საბერძნეთში რამდენიმე თვის წინ დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, ის საბერძნეთიდან იტალიაში გადასვლას გაყალბებული საბუთებით ცდილობდა. ახალაიას გირაოს სახით 100 000 ევროს გადახდა დაეკისრა. თანხის გადახდის შემდეგ ის გაათავისუფლეს.