აშშ და რუსეთი აპირებენ განაახლონ თანამშრომლობა საერთაშორისო უსაფრთხოების მთელ რიგ სფეროებში, მათ შორის „ისლამური სახელმწიფოს" შესახებ დაზვერვის მონაცემების გაცვლის მიმართულებით. ეს თანამშრომლობა განხორცლდება მხარეებს შორის უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით არსებული უთანხმობის მიუხედავად. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ პარიზში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
დასავლური მედიის ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებები იყო კონსტრუქციული: აშშ და რუსეთი ვალდებულნი არიან მოაგვარონ წინააღმდეგობები, მაგრამ კონცენტრირება უნდა მოხდეს ერთობლივ ძალისხმევაზე იქ, სადაც მოსკოვისა და ვაშინგტონის პოზიციები ემთხვევა.
„თუ აშშ და რუსეთი მიაღწევენ იმას, რომ ერთობლივად იმუშაონ, მსოფლიო უფრო უსაფრთხო გახდება", - განაცხადა კერიმ.
ლავროვმა დაადასტურა შეთანხმება „ისლამური სახელმწიფოს" დაჯგუფების შესახებ დაზვერვის ინფორმაციის გაცვლის თაობაზე და თავშეკავებულად აღნიშნა, ურთიერთობების გამოუმჯობესების შესახებ.
„შეხვედრა ჩემი აზრით, იყო სასარგებლო, ჩვენ შევთანხდით გავაგრძელოთ კონტაქტები, რათა ამ საკითხებთან დაკავეშირებით წინ წავიწიოთ", - განაცხადა ლავროვმა.