ცხინვალის რეგიონში უკრაინის ხელისუფლების მიერ ძებნილ ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ე.წ. ნოვოროსიის სპიკერი ოლეგ ცარიოვი ჩავიდა. ოსი სეპარატისტები იუწყებიან, ცარიოვის ვიზიტი ცხინვალის რეგიონში "სამუშაო ხასიათისაა".
დღესვე უკრაინელი სეპარატისტი ოს სეპარატისტთა ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა მიიღო. შეხვედრისას "ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს".
"ორი ხალხის ბედი ბევრ რამეში ჰგავს ერთმანეთს. თქვენთანაც და ჩვენთანაც ერთი სურათია, რომელიც ჩვენმა დასავლელმა "მეგობრებმა" მოაწყვეს",_ განაცხადა თიბილოვმა.
"ლეონიდ თიბილოვმა აღნიშნა, რომ ის დღეს სტუმართან ერთად განიხილავს მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც მისი ბრძანებულებების შესრულებას უკავშირდება დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების შესახებ, რომლებსაც ხელი მან "ყოყმანის გარეშე" მოაწერა",_ წერს ოსური მედია.
"ჩვენ ამ ბრძანებულების რეალიზაციის ჩვენი გეგმა გვაქვს. მასში საუბარი მიდის მათ შორის სამხედრო შემადგენელ ნაწილზე",_ განაცხადა თიბილოვმა.
ოსური მედია აღნიშმავს, რომ ცარიოვმა თიბილოვს დონეცკისა და ლიგანსკის ე.წ. რესპუბლიკების აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო მადლობა გადაუხადა.
"ჩვენ ვერ გავუძლებდით რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხელბის მხარდაჭერას რომ არ ვგრძნობდეღ",_ განაცხადა ცარიოვმა და აღნიშნა, რომ ტერორისტების მხარეს ძალიან ბევრი ოსი მოხალისე იბრძვის.
ცარიოვმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ უახლოესი ორი-სამი კვირის განმავლობაში ცეცხლი შეწყდება და ჯარი უკან დაიხევს. ამის შემდეგ კი ე.წ. ნოვოროსიაში აღდგენითი სამუშაოები და არჩევნებისათვის მზადება უნდა დაიწყოს.
ოს სეპარატისტთა ლიდერმა სტუმარს განიცხადა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი მონაწილეობას მიიღებს ე.წ. ნოვოროსიაში დაგეგმილ არჩევნებში დამკვირვებლის სტატუსით.
"ცარიოვმა აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთის გამოცდილება სახელმწიფოებრიობის შენებისა ძალის სასარგებლოა ნოვოროსიისათვის", _ წერს ოსური მედია.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ხელისუფლების მიერ ძებნილად გამოცხადებული ოლეგ ცარიოვი უკრაინის "რეგიონების პარტიის" ყოფილი დეპუტატია. უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ცარიოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის სამი საქმეა აღძრული - უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შეცვლის მოწოდებების, ქვეყნის ტერიტორიის საზღვრების შეცვლის მცდელობებისა და საკონსტიტუციო წყობის დამხობის მოწოდებების მუხლებით.