გაეროს მონაცემებით, დაღუპულია სულ მცირე 3660 და დაჭრილია 8756 ადამიანი ადამიანია დაღუპული უკრაინაში საბრძოლო დაპირისპირების დაწყებიდან 6 ოქტომბრამდე. ამის შესახებ საუბარია გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი კომისრის ზეიფ რაად ალ-ჰუსეინის ანგარიშში.
"აპრილის შუა რიცხვებიდან 6 ქოტომბრამდე სულ მცირე 3660 ადამიანია მოკლული და 8756 ადამიანია დაჭრილი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში",_ ნათქვამია ანგარიშში.
უმაღლესი კომისრის მონაცემებით, ცეცხის შეწყვატის მომენტიდან - 6 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე დაღუპულია 331 ადამიანი.
ანგარიშში ასევე არის საუბარი იმაზე, რომ საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან დონეცკსა და ლუგანსკში თავისი საქმიანობა 40 ათასი მცირე და საშუალო საწარმო იძულებული იყო მუშაობა შეეწყვიტა.