ავღანეთის ხელისუფლებაში მყოფი მაღალჩინოსანი წყარო "ბი-ბი-სის" -თან საუბარში აცხადებს, რომ ავღანეთში ხუთი მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს. ეს სასჯელი მათ ჯგუფური გაუპატიურების გამო მიუსაჯეს. განაჩენის სისრულეში იმის მიუხედავად იქნა მოყვანილი, რომ გაერო და საერთაშორისო ორგანიზაცია "Human Rights Watch"- ი მოუწოდებდა ავღანეთის ხელისუფლებას მამაკაცები სასჯელის ამ ზომით არ დაესაჯა.
უფლებების დამცველების აზრით, არსებობს სერიოზული საფუძველი იმისა, მიიჩნიო, რომ ამ საქმეზე ჩატარებული სასამართლო პროცესი უსამართლო იყო და არც ეჭვმიტანილთა და არც მსხვეროლთა ინტერესებს არ შეესაბამებოდა.
"ბი-ბი-სის" ინფორმაციით, ასევე არის ფაქტები იმისა, რომ ქვეყნის ექს-პრეზიდენტი ჰამიდ ყარზაი, რომელმაც ეს განაჩენი დაამტკიცა, სწორედ მას ემხრობოდა ჯერ კიდევ სასამართლოს სხდომის ჩატარებამდე. თავად სასამართლო სულ რამდენიმე საათს გრძელდებოდა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში ქაბულის მიდამოებში ოთხი ქალი, რომლიდანაც ერთი ორსულად იყო გაიტაცეს, გაძარცვეს და გააუპატიურეს. ამ შემთხვევამ საზოგადოებაში მძაფრი რექცია გამოიწვია. მრავალი ავღანელი დამნაშავეთა საჯაროდ ჩამოხრჩობას მოითხოვდა.