გასული დღეღამის განმავლობაში უკრაინამ სამი მებრძოლი დაკარგა. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის თავდაცვისა და უშიშრობის საბჭოს საინფორმაციო ცენტრის სპიკერმა ანდრეი ლისენკომ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ლისენკოს ინფორმაციით, ამავე პერიოდის განმავლობაში დაჭრილია 12 სამხედრო.
"დღეღამის განმავლობაში ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში 3 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. დაჭრილია 12 სამხედრო",_ განაცხადა ლისენკომ.