უკრაინის უსაფრთხოების სამსახური განიხილავს ვარიანტს, რომლის მიხედვითაც, ხარკოვის ოლქის რაღაც ნაწილი შესაძლოა ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში შევიდეს. განცხადება ამის შესახებ უკრაინის ომის ვეტერანთა საქმეთა და ანტიტერორისტული ოპერაციის მონაწილეთა სახელმწიფო სამსახურის თავმჯდომარემ არტურ დერევიანკომ გააკეთა.
"უკრაინის უშიშროების სამსახური უახლოეს დროში გამოაქვეყნებს ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების ტერიტორიულ ზონას, რომელშიც დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები შევლენ. ასევე მუშავდება საკითხი ამ ზონაში ხარკოვის ოლქის რამდენიმე რაიონის შეყვანის შესახებ",_ განაცხადა არტურ დერევიანკომ.