მოსკოვის ბასმანნი სასამართლომ უკრაინელი მფრინავი ქალის ნადეჟდა სავჩენკოს დაცვის საჩივრის განხილვა გადადო. საჩივარი ნადეჟდა სავჩენკოსათვის 13 ოქტომბერს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას ეხებოდა.
დაცვის მხარე არ არის თანახმა რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებისა, რომლის მიხედვითაც სავჩენკოს ფსიქიატრიული ექსპერტიზა სტაციონარში უნდა ჩაუტარდეს.
რამდენიმე ხნით ადრე ნადეჟდა სავჩენკომ თავისი ადვოკატების მეშვეობით უარი თქვა ფსიატრების კითხვებზე პასუხის გაცემაზე, მისთვს ნებისმიერი გამოკვლევის ჩატარება აკრძალა და ასევე აკრძალა მასზე ნებისნიერი ფიზიკური, ფსიქიკური და მორალური ზმოქმედების განხორციელება.
დღევანდელი სასამართლოს სხდომა, რომელიც უკრაინელი მფრინავი ქალის საქმეს ეხებოდა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად უკრაინელი მფრინავი ქალი ნადეჟდა სავჩენკო მოსკოვის № 6 საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება. მისი ადვოკატების თქმით, მოსკოვის № 6 საგამოძიებო იზოლატორი ცნობილია იმით, რომ „იქ არიან დიდი ოსტატები ეჭვმიტანილების „გასატეხად".