უკრაინელი მფრინავი ქალის ნადეჟდა სავჩენკოს ადვოკატებმა თავიანთი დაცბის ქვეშ მყოფი მოსკოვის № 6 საგამოძიებო იზოლატორში იპოვეს. ადვოკატებმა სავჩენკოს ძებნა მას შემდეგ დაიწყეს რაც ის ვორონეჟის იზოლატორდან „გაქრა". ინფორმაცია ამის შესახებ სავჩენკოს ერთ-ერთმა ადვოკატმა ნიკოლი პოლოზოვმა „ტვიტერში" თავის გვერდზე გამოაქვეყნა.
„ჩვენ ვიპოვეთ ნადეჟდა სავჩენკო! ის მოსკოვის № 6 საგამოძიებო იზოლატორშია. მასთან არის ჩვენი კოლეგა ილია ნივიკოვი",_ დაწერა მან და აღნიშნა, რომ მოსკოვის № 6 საგამოძიებო იზოლატორი ცნობილია იმით, რომ „იქ არიან დიდი ოსტატები ეჭვმიტანილების „გასატეხად". კერძოდ, პოლოზოვმა დაწერა თუ რა შეიძლება ელოდოს ამ იზოლატორში ნადეჟდა სავჩენკოს.
„იზოლატორში ოპერმუშაკები იყენებენ ე.წ. ნასედკას - სხვა მსჯავრდებულს, რომელიც მითითებულ მსჯავრდებულთან ნდობაში შედის და მას სთავაზობს აღიაროს ბრალი. ამ თვალსაზრისით მოსკოვის № 6 საგამოძიებო იზოლატორი გამონაკლისი არ არის და ასეთი რამ იქ ჩემს პრაქტიკაშიც მომხდარა. დარწმუნებული ვარ, რომ ნადეჟდა სავჩენკო მის წინააღმდეგ განხორციელებულ პროვოკაციებს არ აჰყვება",_ წერს ადვოკატი.
სავჩენკოს მეორე ადვოკატი მარკ ფეიგინი ასევე დარწმუნებულია, რომ მფრინავი ქალი მოსკოვის № 6 საგამოძიებო იზოლატორში შემთხვევით როდი მოათავსეს.
" მოსკოვის № 6 საგამოძიებო იზოლატორი ჩემთვის კარგადაა ცნობილი „Pussy Riot"-ის საქმით. იქ მეტია ოსტატი ეჭვმიტანილების გასატეხად.
მოსკოვის № 6 საგამოძიებო იზოლატორს კირილოვა ხელმძღვანელობს - ეს არის ოსტატი დარწმუნებისა ეჭვმიტანილების იმაში, რომ მათ გამოძიებასთან უნდა ითანამშრომლონ. სწორედ ასე გატეხეს სამუჩევიჩი „PR"-დან. ასე რომ ნადეჟდა იქ შემთხვევით როდია",_ განაცხადა ადვოკატმა.