გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, პრინც საუდ ალ ფაისალს შეხვდა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების საკითხები განიხილეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და კმაყოფილებით აღნიშნა, რომ საუდის არაბეთმა მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების შესახებ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. აღნიშნა, რომ საქართველოს გააჩნია მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობა და გეოპოლიტიკური ფუნქციები. გამოითქვა მზაობა, რომ საუდის არაბეთის მხრიდან უფრო აქტიურად იყოს გამოყენებული საქართველოს ეს პოტენციალი.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს საუდის არაბეთში საქართველოს საელჩოს გახსნა და როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საუდის არაბეთი მზადაა, მსგავსი საპასუხო ნაბიჯი გადადგას.
მასალის გამოყენების პირობები