რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს უკვე ოფიციალურად უწოდებს „ნოვოროსიას". ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვისა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის შეხვედრასთანჰ დაკავშირებით გავრცელდა.
„24 სექტემბერს ნიუ-იორკში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვისა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის შეხვედრა გაიმართა. განხილულ იქნა სიტუაცია უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მშვიდობის დამყარებისა და კიევსა და ნოვოროსიის ხელმძღვანელობას შორის დიალოგის დალაგების შესახებ",_ ნათქვამია ოფიციალურად გავრცელელურ ინ ფორმაციაში.
მცირე ხნით ადრე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თაის ოფიციალურ ინფორმაციაში, უკრაინის ტერიტორიებთან მიმართებაში იყენებდა ფორმულირებებს. კერძოდ, თავდაპირველად საუბარი მიდიოდა თვითგამოცხადებულ დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებზე.
მინსკის კონსულტაციების დაწყების შემდეგ დონბასში სიტუაციის დარეგულირების მიზნით, რუსეთის საგარეო უწყებამ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებს კვლავ თავისი სახელები - დონეცკი და ლუგანსკი უწოდა.
„ხელმოწერილ დოკუმენტებშიც მითიური დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკები არსადაა ნახსენები",_ წერს უკრაინული მედია.