ბოევიკები ცეცხლის წინა ხაზიგან გაყვანილ სამხედრო ტექნიკას დონეცკისა და ავდეევკის რაიონებში უყრიან თავს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
ჯგუფ „საინფორმაციო წინაღმდეგობის" ხელმძღვანელის დიმიტრი ტიმჩუკის ინფორმაციით, „მძიმე ტექნიკა, რომელის ბოევიკებმა და რუსმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში უკრაინელ სამხედროებთაბ არსებული ცეცხლის ხაზიდან გაიყვანეს, ის უბრალოდ სხვა ადგილზე გადაიყვანეს. კერძოდ, ტექნიკა დონეცკისა და ავდეევკის რაიონებში გადაჰყავთ",_ წერს ტიმჩუკი.