ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავის „შავ სიაში", ტერორიზმის ხელშეწყობის გამო, ქართული წარმოშობის მქონე პირები - თარხან ბათირაშვილი და მურად მარგოშვილი შეიყვანა, - იტყობინება იტარ-ტასი.
გარდა ამისა, აიკრძალა დაჯგუფება „ჯეიშ-ალ-მუხაჯირინ-ვალ-ანსარიც". აღსანიშნავია, რომ თარხან ბათირაშვილის წინააღმდეგ სანქციები დააწესა ფინანსთა სამინისტრომ, ხოლო მურად მარგოშვილის მიმართ - სახელმწიფო დეპარტამენტმა. საერთოდ, ამ ორივე უწყების მიერ შექმნილ „შავ სიაში" 21 პიროვნებაა შეყვანილი.