მდგომარეობა ამ დილისათის უკრაინაში, ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში სტაბილურია. უკრაინელი დანაყოფები ადრე დაკავებულ პოზიციებს ინარჩუნებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ანტიტერორისრული ოპერაციის პრესცენტრი ავრცელებს.
„სიტუაცია აღმოსავლეთ უკრაინაში ძირითადად სტაბილურია და ანტოტერორისტული ძალების მიერ კონტროლდება. უკრაინელი სამხედროები თავიანთი ამოცანების შესრულებას განაგრძობენ და ადრე დაკავებულ პოზციებზე იმყოფებიან",_ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, ამავდროულად ტერორისტები ცეცხლის შეწყვატის რეჟიმის დარღვევას განაგრძობენ. ისინი უკრაინელ ძალოვანთა პოზიციებს ესვრიან. კერძოდ, ცცელი იხსნება დონეცკის რაიონის დასახლება სჩასტიეს მიდამოებში, დონეცკის აეროპორტის მიდამოებსა და დასახლება დებალცევოსთან.