ბრიტანეთი უნდა შეუერთდეს აშშ-ს ხელმძღვანელობით მიმდინარე სამხედრო კამპანიას, რომელიც ერაყში დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგაა მიმართული. განცხადება ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერმა დევიდ კემერონმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
კემერონმა განაცხადა, რომ ის პარასკევს პარლამენტის სხდომას მოიწვევს, იმისათვის რათა მიიღოს პარლამენტის თანხმობა ბრიტანეთის ამ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობის თაობაზე, კონკრეტულად კი ისლამისტების პოზიციებზე ავიადარტყმების განხორციელების შესახებ.
პრემიერმა აღნიშნა, რომ სახმელეთო ოპერაციაზე საუბარი არ მიდის.
ბრიტანეთის პარლამენტში თანხმობის შემთხვევაში ბრიტანეთის არმია ამერილე სამხედროებს რამდენიმე დღეში შეუერთდება.
თავის მხრივ აშშ ერაყში ისლამისტების პოზიციებზე ავიდარტყმების გაგრძელებას აპირებს.
მასალის გამოყენების პირობები