აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა მზას არის რუსეთს სანქციები მოხუსნას, იმ პირობით, რომ მოსკოვი შეწყვეტს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას. ამის შესახებ ობამ გაეროს 69-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება იძლევა შანსს დიპლომატიის მეშვეობით მშვიდობის მისაღწევად. თუ რუსეთი ამ გზას დაადგება, ჩვენ მზად ვართ გავაუქმოთ სანქციები", - განაცხადა ობამამ.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში აშშ კვლავ მზად იქნება ითანამშრომლოს რუსეთტან „საერთო გამოწვევების დასარეგულირებლად".