ნატო ადასტურებს, რომ უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარის გაყვანა გრძელდება, თუკცა იქვე აღნიშნავს, რომ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ჯერაც რჩებიან რუსული ნაწილები. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი" ავრცელებს.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრესსამსახურის წარმომადგგენელმა პოდპოლკოვნიკმა ჯეი იაზენმა რუსული ჯარის გაყვანას „მნიშვნელოვანი" უწოდა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ სახელმწიფო საზღვრის რუსეთის მხრიდან კვლავინდებურად რჩება მსხვილი საჯარისო დანაყოფები.
„განხორციელდა მნიშვნელოვანი გაყვანა რუსული ჯარისა უკრაინის ტერიტორიიდან, მაგრამ მრავალი ათასი ჯერ კიდევ დისლოცირებულია საზღვრის უშუალო სიახლოვეს",_ განაცხადა ჯეი იაზენმა.
მისივე თქმით, რუსული ჯარის ნაწილი ჯერ კიდევ რჩება უკრაინის ტერიტორიაზე და მათი რაოდენობის გარკვევა რთულია, ვინაიდან პრორუსი ბოევიკები აკონტროლებენ რამდენიმე სასაზღვრო გადასასვლელს, ჯარი კი რუტინულად კვეთს საზღვარს ორივე მიმართულებით. ამას გარდა, უკრაინაში რუსეთის სპეცრაზმის ნაწილები მოქმედებენ, მათი გამოვლენა კი არც
თუ ისე ადვილია",_ განაცხადა ნატოს წარმომადგენელმა.
მასალის გამოყენების პირობები