ყოფილი მთავარი პროკურორია არჩილ კბილაშვილისთვის, უცნობია რა ეტაპზეა ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიება. როგორც კბილაშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა ის არავითარ დამატებით ინფორმაციას არ ფლობს.
,,ჩემი ინფორმაცია შემოიფრგლება იმ დროით რა დროსაც მე დავტოვე თანამდებობა. Aამიტომ ვშიშობ ვერაფერი ახალი ვერ გითხრათ იმიტომ, რომ ამ და სხვა საქმეებთან კავშირი არ მაქვს. Aამიტომ მიმართეთ პროკურატურას და მასთან მიღეთ ინფორმაცია, რადგან მე რაიმე დამატებითი ინფორმაცია არ გამაჩნია", _აცხადებს კბილაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქალაქო სასამართლოში პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე წინასასამართლო სხდომა იმართება.
უკვე ცნობილია, რომ ექსპერტ ლევან ჩაჩუას საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.
გამოძიება სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილ გამგეს ლევან ჩაჩუას ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე სამსახურებრივ გულგრილობას ედავება.ასევე სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით არის დაკავებული ზურაბ ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსი მიხეილ ძაძამია.