რუსეთის ფედერაციის სათათბიროს თავმჯდომარე სერგეი მირონოვი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთში მალე სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი მოიხსნება. მირონოვი აცხადებს, რომ ფედერაციის სათათბიროში აღნიშნული საკითხის შესახებ არავითარ კანონპროექტზე მუშაობა არ მიმდინარეობს.
"ფედერაციის საბჭოში ამის შესახებ არავითარი კანონპროექტი არ მუშავდება. არის მხოლოდ, ჩვენი კოლეგის სამართლისა და სასამართლოს საკითხებში კომიტეტის თავმჯდომარის ლისკოვის პირადი აზრი, რომლიც მიხედვითაც ტერორისტებისათვის სიკვდილით დასჯა უნდა დაწესდეს", _ აცხადებს მირონოვი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს ლისკოვის პირადი აზრია.