რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციები 12 სექტემბერს გამოქვეყნდება, თუმცა ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ჰერმან ვან რომპეის განცხადებით, ცნობილი ხდება, რომ სანქციები მსხვილ ენერგეტიკულ კომპანიებს და 5 სახელმწიფო ბანკს შეეხება. სანქციების ქვეშ მოხვდებიან „როსნეფტი", „ტრანსნეფტი" და „გაზპრომ ნეფტი". ამ კომპანიებს, შეეზღუდებათ საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე შეღწევა. ყველაზე ცუდ მდგომარეობაში სავარაუდოდ „როსნეფტი" აღმოჩნდება, რომელმაც გასულ თვეს რუსეთის მთავრობას 42 მლრდ დოლარის სესხის გამოყოფის თაობაზე მიმართა. რაც შეეხება ბანკებს, რომელთა ჩამონათვალი ამ დროისათვის ცნობილი არ არის, მაგრამ რუსეთის სახელმწიფოს კუთვნილებას წარმოადგენენ იკრძალება მათი ახალი ობლიგაციების გაყიდვა, ასევე აქციებისა და ანალოგიური ფინანსური ინსტრუმენტების რეალიზაცია, რომლის დაფარვის ვადა 30 დღეს აღემატება. იმავდროულად ევროპის ენერგო კომპანიებს ეკრძალებათ რუსეთს გაუწიონ მომსახურება და მიაწოდონ ჭაბურღილებისათვის საჭირო მოწყობილობები. სანქციები წესდება ცალეული პირების მიმართაც. სრულყოფილად ჩამონათვალი 12 სექტემბერს გახდება ცნობილი და ის ძალაში შევა მისი გამოქვეყნებისთანავე.