რესპოდენტის შესახებ
ბოლო პერიოდში საპარლამენტო უმცირესობა ქვეყანაში გაზრდილ კრიმინოგენულ ვითარებაზე მიუთითებს, თუმცა განსხვავებულად ფიქრობს ხელისუფლება და აცხადებს, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და საქართველოში კრიმინოგენული მდგომარეობა არ გაუარესებულა. ანალოგიურს ადასტურებს შსს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა. პარალელურად რამდენიმე დღეა რაც შს მინისტრმა საპოლიციო კონტროლი გაამკაცრა. როგორც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, ეს არის ჩვეულებრივი, ევროპაში აპრობირებული საპოლიციო კონტროლი, პრევენციული ღონისძიებები, რომლის მიზანია ის, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ სიმშვიდის განცდა. რეალურად რას ემსახურება შსს მხრიდან გახშირებული რეიდები, გამოიღებს თუ არა იგი შედეგს? ,,ჯი-ეიჩ-ენს" იურისტი, ,,არჩევნებისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის" დირექტორი კახა კახიშვილი ესაუბრა.
კახა კახიშვილი: ვინაიდან არსებობს საზოგადოების მოთხოვნა, უფრო მეტად გამყარდეს ქუჩაში წესრიგი და შსს დანაშაულს პრევენციულად მეტად შეებრძოლოს, ამიტომ ჭიკაიძის უწყება ვალდებულია სტატისტიკურ მონაცემებით არ დაკმაყოფილდეს და იმუშაოს იმ მიზნით, რომ არა მხოლოდ პოსტფაქტუმ გახსნას მომხდარი დანაშაული, არამედ შეასრულოს მთავარი ამოცანა_ პრევენციულად, მზადების სტადიაშივე აღკვეთოს იგი.
_ ანუ, თქვენ ემხრობით შსს მხრიდან გახშირებულ რეიდებს?
_ მინდა აღვნიშნო, რომ არც ერთ კანონში სიტყვა რეიდი არ წერია მითითებულია საპოლიციო კონტროლი. Eეს არის არის ერთ-ერთი იმ ბევრი მეთოდისგან, რომელიც მიზნად ისახავს პრევენციულად მომზადების სტადიაშივე დანაშაულის თავიდან აცილებას. რა თქმა, უნდა მხოლოდ საპოლიციო კონტროლით შეუძლებელი იქნება წესრიგის დამყარება, ვფიქრობ, დასახვეწია ის სამსახურები, რომელთა ამოცანაა პრევენციულად დაშაულის აღკვეთა. კერძოდ, გასაძლიერებელია უბნის ინსპექტორების ინსტიტუტი, აგენტურულ ქსელი. Aამასთან იმისთვის, რომ არ მოხდეს პოლიციის სისტემის დისკრედიტაცია აუცილებია თითოეული საპოლიციო საკონტროილო ღონისძიების განხორციელებისას ხელმძრვანელობამ უზრუნველყოს პოლიციელების ინსტრუქტაჟი, სადაც ადამიანის უფლებების დაცვაზე იქნება ყურადღება გამახვილებეული.
_ ხშირია შემთხვევები, როცა მოქალაქეები საპოლიციო კონტროლის განხორციელებისას მათი უფლებების დარღვევაზე მიუთითებენ, როგორ უნდა იმოქმედოს ამ შემთხვევაში შსს?
_ შსს მხრიდან სერიოზული შესწავლის საგნად უნდა იქცეს თითოეული მოქალაქის შეტყობინება, რომ პოლიციელის მხრიდან დაირღვა მათი უფლებები. კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს რეაგირება, რათა არ მივიღოთ ერთის მხრივ, პოლიციის სახით მონსტრი, როგორც ეს ,,ნაცმოძრაობის" პერიოდში იყო, ხოლო მეორე მხრივ არ მოხდეს პოლიციის დემორალიზაცია. ამიტომ ყველაზე კარგი წამალია ნებისმიერი საკითხის განხილვა იმ ჭრილში რისი უფლებამოსილება და კომპეტენცია გააჩნია პოლიციელს და ადგილი ხომ არ ჰქონდა მისი მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას და ა.შ. საქმეები სკურპლიოზურად უნდა იყოს შესწავლილი, სადაც საჭიროა რეაგირება უნდა მოხდეს რეაგირება, სადაც შესაძლებელია პოლიციის დისკრედიტაციის მიზნით პროვოკაციული განცხადებები იყოს გაკეთებულიიქ უნდა იყოს გაცემული, ნორმალურად განმარტებული სრულყოფილი პასუხი იმისთვის, რომ კითხვები არ დარჩეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ერთის მხრივ შეიძლება მივიღოთ დემორალიზებული პოლიცია, როგორც ეს ედუარდ შევარდნაძის მმართველობის ბოლო პერიოდში იყო, ან მონსტრი პოლიცია როცა ეს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში იყო. ჩვენ გვჭირდება პოლიცია, რომელიც იქნება საზოგადოების ნაწილი და არა პოლიცია საზოგადოების დამსჯელი, ან ზედამხედველი.
,,ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი