დღეს, 27 ოქტომბერს თბილისის მე-12 ჯაზფესტივალი იწყება. ფესტივალის დაწყების წინ დღეს ჯაზფესტივალის ორგანიზატორებმა პრესკონფერენცია გამართეს, რომელსაც ჯაზმენი მარკუს მილერიც ესწრებოდა.
27 ნოემბერს, 17:00 საათზე, ფესტივალის დაწყებამდე თბილისის მცირე საკონცერტო დარბაზში გაიხსნება ფოტოგამოფენა სახელწოდებით "ჯემ სეიშენი: პირველი ამერიკელი ჯაზმენები".
ფესტივალის ორგანიზატორთა განცხადებით, ჯაზფესტივალი 2009 ყველაზე მასშტაბური იქნება. ჯაზის მოყვარულების წინაშე ცნობილი მარკუს მილერი წარდგება და ჯაზის ქრესტომათიულ ჩანაწერად აღიარებულ მაილს დევისის 1986 წლის თუტუ-ს წარმოადგენს.
მარკუს მილერი წელს პროექტს თუტუ ღევისიტედ მუსიც ოფ Mილეს Dავის მთლიანობაში წარმოადგენს, ლეგენდარული მუსიკოსის პარტიებს კი მესაყვირე კრისტიან სკოტი შეასრულებს. თანამედროვე ჯაზის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მესაყვირეს მარკუს მილერთან ერთად თბილისელი მსმენელი პირველად მოუსმენს.
თუტუ ღევისიტედ-ის ტურნეს მარკუს მილერი მთელი წლის განმავლობაში აწყობს. თბილისში მარკუს მილერი მოსკოვიდან ჩამოვიდა. თბილისიდან კი ციურიხში გაემგზავრება.