ეკონომიკის მინისტრის დღევანდელი განცხადება იმის შესახებ, რომ კაზანტიპი არ არის მაღალი ხარისხის ფესტივალი და ეჭქვეშ დააყენა მისი საქართველოში სამომავლოდ ჩატარების მიზანშეწონილება, არის სრულიად უპასუხისმგებლო", - განაცხადა „ჯი-ეიჩ-ენთან საუბარში ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ.
„ეკონომიკის სამინისტროს, ამჟამინდელი ფორმით სიმბოლური ფუნქცია აკისრია ( ძირითადი საქმიანობა დამოუკიდებელ სტრუქტურებში წარმოებს) და კარგი იქნება, თუ არ დაეხმარება, ხელს მაინც ნუ შეუშლის მისი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ უწყებების საქმიანობას,( თუნდაც იგივე ტურიზმის სააგენტოს). ის რომ ამ ფესტივალმა ვერ შეიძინა თავიდან ჩაფიქრებული მასშტაბი, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლებზეც იმოქმედა, არის სწორედ ასეთი ჩინოვნიკების ბრალი.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში საკმაო კრიტიკა ისმის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, არ ვიქნებით ობიექტურები, თუ არ აღვნიშნავდით პოლიციის გამართულ მუშაობას ამ ფესტივალის პერიოდში, რომელმაც აბსოლუტურ სიმშვიდეში ჩაიარა . ეს არც თუ ისე ადვილი საქმე იყო კონტინგენტის სპეციფიკურობიდან გამომდინარე.
ასევე არასერიოზულია მინისტრის განცხადება, რომ იგი ანაკლიაში კაზანტიზე უკეთეს ფესტივალს ჩაატარებს.ვერ ჩაატარებს.ეს ოცწლიანი ბრენდია და მისი ანაკლიაში დამკვიდრება უცხოელი ახალგაზრდა ასაკის ტურისტების მოზღვავებასაც შეუწყობს ხელს."-ამბობს „ჯი-ეიჩ-ენთან საუბარში რომან გოცირიძე.