უკრაინის საკითხზე შექმნილმა საკონტაქტო ჯგუფმა - უკრაინის, სეპარატისტების, ეუთოს წარმომადგენლების მონაწილეობით, მინისკში მიაღწიეს შეთანხმებას, რომ ადგილობრივი დროით 18:00 საათზე დონბასში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ.
წინასწარი ინფორმაციით, მხარეთა შეთანხმების ოქმი 14 პუნქტიანია, რომელიც კონტროლის ყველა ასპექტს მოპიცავს, მათ შორის ტყვეების გაცვლას.
სხდომის დაწყებამდე საკონტაქტო ჯგუფში უკრაინის წარმომადგენელმა, ქვეყნის ექს-პრეზიდენტმა ლეონის კუჩმამ განაცხადა, რომ ის მინსკში მშვიდობისთვის ჩავიდა.