„სარფი"-ს ტერიტორიაზე ოქროს არადეკლარირებული ნაკეთობები აღმოაჩინეს. კერძოდ, თურქეთიდან საქართველოს მოქალაქე ე.ი. შემოვიდა, რომლის ბარგის დათვალიერებისას შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცერმა ოქროს არადეკლარირებული ნივთები, საერთო წონით 183,88 გრ აღმოაჩინა. საქონლის საერთო ღირებულებამ 7688,02 ლარი შეადგენა.
მოქალაქე დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე-10 ნაწილით და სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 7688,02 ლარის ოდენობით.
სამართალდარღვევის კიდევ ერთი ფაქტი სარფში 30 აგვისტოსაც გამოვლინდა. საქართველოს მოქალაქე ბ.ხ-ს, ბარგში 0.91 გრამი ჰეროინი აღმოუჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს შსს-ს საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარ სამმართველოს გადაეცა.