უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭო ადასტურებს ინფორმაციას, ტერორისტების მიერ ნაღმტყორცნებიდან და „გრადის" დანადგფარიდან მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვის შესახებ.
„დღეს, 09:40 საათზე ტერორისტებმა სისხლიანი დანაშაული ჩაიდინეს. ლუგანსკთან ახლოს ხრიაშევატსა და ნოვოსვიტლივკას შორის, გზატკეცილზე მათ გახსნეს ცეცხლი ნაღმტყორცნებიდან და „:გრადის" დანადგარიდან, რომელიც ბანდიტებს რუსეთის ფედერაციამ გადასცა. ბოევიკებმა ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიანი მოქალაქეების კოლონას, რომლებიც ცდილობდნენ დაეტოვებინათ სამხედრო მოქმედებების ზონა. დაღუპულია ბევრი ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები. დაღუპულთა რაოდენობა დგინდება", - განაცხადა უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის პრესსპიკერმა ანდრეი ლისენკომ.