ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ეძებს. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვაკანსია უკვე განთავსებულია www.hr.gov.ge -ზე. როგორვ პირობებიდან ირკვევა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ხელფასი 2900 ლარი იქნება. განაცხადის მიღების ბოლო ვადა კი 24 აგვისტოა.
შეგახსენებთ, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხელმძღვანელისთვის შეუფერებელი ქმედებების გამო თანამდებობიდან გაათავისუფლა.