მთავრობის კანცელარიის თანამშრომლების დატრენინგებისათვის ბიუჯეტიდან 300 ათასი აშშ დოლარი დაიხარჯება. როგორც მთავრობის №1326 განკარგულებით ირკვევა, თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა.
„საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების საკომუნიკაციო სტრატეგიის განვითარების ხელშეწყობისათვის, კომპანია „The Harbour Group"-საგან საჯარო მოსამსახურეთა ტრენინგების ჩატარებისა და დისტანციური საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს მთავრობის კანცელარიას გამოუყოს 300 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი"- აღნიშნულია განკარგულებაში.