ლევილის მამულის დიაგნოსტიკური კვლევის ჩატარებისა და წინასწარი არქიტექტურული პროექტის შედგენისათის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 112 ათასი ევრო დაიხარჯება. მთავრობის №1251 განკარგულების მიხედვით, საფრანგეთის რესპუბლიკაში არსებული ლევილის მამულის დიაგნოსტიკური კვლევის ჩატარებისა და წინასწარი არქიტექტურული პროექტის შედგენის ხარჯების დასაფინანსებლად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს გამოუყოს 112 000 ევროს ეკვივალენტი ლარი.
მასალის გამოყენების პირობები