საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ორგანიზაციის (IATA) ინფორმაციით, 2013 წელს ყველაზე მეტი მგზავრი ავიაკომპანია Delta Air Lines-მა გადაიყვანა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ავიაკომპანია 2013 წელს 120,6 მლნ მგზავრს მოემსახურა. მეორე ადგილზეა Southwest Airlines, რომელმაც გასულ წელს 115,3 მლნ მგზავრის ტრანსპორტირება უზრუნველყო. სამეულში ლიდერობს ასევე China Southern Airlines, რომლის მომსახურებით 91,5 მლნ მგზავრმა ისარგებლა. რეიტინგში მეოთხე და მეხუთე პოზიცუაზე არიან United Airlines-ი და American Airlines-ი. United Airlines-მა 2013 წელს 90,2 მლნ მგზავრი გადაიყვანა, ხოლო American Airlines-მა კი 86,8 მლნ მგზავრი.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ავიაკომპანიებმა 2013 წელს 3,129 მლრდ მგზავრი გადაიყვანეს, რაც 2012 წლის მონაცემებთან შედარებით 5,1 %-ითაა გაზრდილი.
მასალის გამოყენების პირობები